ავტორიზაცია

ბაიერნმა შესაძლოა, ნოიერის შემცვლელად კეილორ ნავასი დაიმატოს

ბაიერნმა შესაძლოა, ნოიერის შემცვლელად კეილორ ნავასი დაიმატოს
თარიღი 14 დეკ 2022, 17:48
მანუელ ნოიერის ტრავმის შემდეგ მიუნჰენის "ბაიერნი" ახალი მეკარის ძიებაშია. 

ცნობილი გამოცემები მიუნხენურ კლუბს "პსჟ"-ს კოსტა რიკელ მეკარეს კეილორ ნავასთან აქტიურად უკავშირებენ. Kicker-ის ცნობით, "ბაიერნს" შეუძლია კოსტა რიკელი იჯარით 2022/2023 წლების სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის გაიფორმოს.

კეილორ ნავასი, რა თქმა უნდა, დაინტერესებული იქნება მიუნხენში მოკლევადიანი გადასვლით. 

ფაქტია, რომ "პსჟ"-ში ის მეორე მეკარეა ჯანლუიჯი დონარუმას შემდეგ. 2022/2023 წლების სეზონში ნავასს პარიზელთა შემადგენლობაში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.