ავტორიზაცია

ჯონ ტერი: "მაროკო საფრანგეთზე უკეთესი იყო"

ჯონ ტერი: "მაროკო საფრანგეთზე უკეთესი იყო"
თარიღი 15 Dec 2022, 11:36
საფრანგეთის ნაკრებმა  მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკო (2:0) დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. 

მატჩზე თავისი აზრი წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯონ ტერიმ დააფიქსირა.

"საფრანგეთმა იპოვა გამარჯვების გზა. მაგრამ მათგან მეტს ველოდი, იმ ფეხბურთელების გათვალისწინებით, რომლებიც მათ გუნდში ჰყავთ.

ჩემი აზრით, მაროკოს ნაკრები 90 წუთის განმავლობაში საფრანგეთზე უკეთესი იყო. “, - თქვა ტერიმ. 

17 დეკემბერს მაროკოს ეროვნული ნაკრები მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდება. მეორე დღეს ფინალურ მატჩში ერთმანეთს საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.