ავტორიზაცია

ალესანდრო ნესტა: "მე მაინც ვფიქრობ, რომ რონალდუ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა"

ალესანდრო ნესტა: "მე მაინც ვფიქრობ, რომ რონალდუ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა"
თარიღი 16 Dec 2022, 09:13
"მილანის" ყოფილმა მცველმა ალესანდრო ნესტამ პორტუგალიელ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

"მე მას დღესაც ვთვლი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. მიმაჩნია, რომ მის მიმართ კრიტიკა დამსახურებულია, მაგრამ ზოგი ისეთი გამწარებულია, რომ ეს უფრო შურს ჰგავს.

მე დიდ პატივს ვცემ რონალდუს, გულწრფელად რომ ვთქვათ, სუსტი მსოფლიო ჩემპიონატის მიუხედავად. “, - თქვა ნესტამ.

ნესტას თქმით, აუცილებელია რონალდუს პატივისცემა, რადგან 38 წლის ასაკში მას შეუძლია მაღალ დონეზე თამაში, რასაც თავად ალესანდრო ამ ასაკში ვეღარ ახერხებდა.

შეგახსენებთ, რომ ყატარში კრიშტიანუ ერთი გატანილი გოლის ავტორი გახდა. პორტუგალია მეოთხედფინალში სენსაციურად მაროკოსთან გამოვარდა.