ავტორიზაცია

პრობლემები საფრანგეთის ნაკრებში - აქლემის ვირუსი მესამე მოთამაშეს დაუდგინდა

პრობლემები საფრანგეთის ნაკრებში - აქლემის ვირუსი მესამე მოთამაშეს დაუდგინდა
თარიღი 16 Dec 2022, 10:04
საფრანგეთის ნაკრებში "აქლემის ვირუსით" უკვე მესამე ფეხბურთელი დაინფიცირდა. დაიო უპამეკანოსა და ადრიენ რაბიოს შემდეგ ვირუსი კინგსლი კომანსაც აღმოაჩნდა.

აღნიშნული ინფორმაცია მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პრესკინფერენციაზე დაადასტურა. 

"კომანს სიცხე ამ დილით ჰქონდა. დოჰაში ტემპერატურამ იკლო და კონდიციონერი ისევ ჩართული გვქონდა. დაფიქსირდა გრიპის მსგავსი რამდენიმე შემთხვევა. ყველა საჭირო ზომას ვიცავთ და ვცდილობთ, ვირუსი არ გავრცელდეს. ", - განაცხადა დიდიე დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა საფრანგეთის და არგენტინის ნაკრებებს შორის 18 დეკემბერს გაიმართება.