ავტორიზაცია

არგენტინასთან ფინალურ მატჩს ჟირუ სასტარტოდან არ დაიწყებს?

არგენტინასთან ფინალურ მატჩს ჟირუ სასტარტოდან არ დაიწყებს?
თარიღი 18 Dec 2022, 03:38
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის ოლივიე ჟირუს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სასტარტო შემადგენლობიდან თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მაროკოსთან ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც ფრანგებმა 2-0 მოიგეს, ჟირუმ მუხლის ტკივილი იგრძნო, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებში თვლიდნენ, რომ ტრავმა მის ფინალში თამაშის ხელს არ შეუშლიდა.

L'Equipe-ის ცნობით, შეშფოთების საფუძველი ჯერ კიდევ არსებობს: "მილანის" ფეხბურთელს კვლავ მუხლის ტკივილი აქვს და ეჭვობს, რომ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის და არგენტინის ნაკრებების ფინალური მატჩი დღეს, 19:00 საათზე დაიწყება.