ოფიციალურად: გარეტ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებს 2024 წლამდე გაწვრთნის
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუთგეიტი ეროვნულ ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
52 წლის სპეციალისტი პოსტზე მინიმუმ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებს 2016 წლის შემოდგომიდან ხელმძღვანელობდა. მისი ხელმძღვანელობით "სამმა ლომმა" მოახერხა ევრო 2020-ის ფინალში გასვლა, ასევე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილის დაკავება.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ყატარში ტარდება, საუთგეიტის გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთთან დამარცხდა (1:2).