ავტორიზაცია

პირს მორგანი ფინალზე: "მბაპე ორჯერ გაიტანს, გრიზმანი იქნება მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, მესი კი იტირებს"

პირს მორგანი ფინალზე: "მბაპე ორჯერ გაიტანს, გრიზმანი იქნება მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, მესი კი იტირებს"
თარიღი 18 Dec 2022, 17:06
ცნობილმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე საკუთარი პროგნოზი დააფიქსირა. 

ბრიტანელი ჟურნალისტი ფიქრობს, რომ საფრანგეთი არგენტინას 3-1 დაამარცხებს და მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება.

"მბაპე ორჯერ გაიტანს, გრიზმანი იქნება მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, მესი კი იტირებს. “, - წერს ტელეწამყვანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კრიშტიანუ რონალდუსთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა.