ავტორიზაცია

რა შემთხვევაში დაბრუნდება ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში?

რა შემთხვევაში დაბრუნდება ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში?
თარიღი 20 Dec 2022, 08:36
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელს კარიმ ბენზემა  შესაძლოა საფრანგეთის ნაკრებში თამაში განაახლოს.

34 წლის ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, ეროვნული ნაკრების შტაბთან, მათ შორის დიდიე დეშამთან კონფლიქტი გახდა.

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აიძულა ბენზემა სახლში დაბრუნებულიყო, მაგრამ თავდამსხმელს თავად სჯეროდა, რომ ტურნირის განმავლობაში გამოჯანმრთელების დრო ექნებოდა და ნაკრებში დაბრუნებას შეძლებდა.

Foot Mercato-ს ცნობით, ოქროს ბურთის ამჟამინდელმა მფლობელმა შესაძლოა გადაიფიქროს ეროვნული ნაკრებიდან წასვლა, თუ მას ზინედინ ზიდანი უხელმძღვანელებს, რომელიც დეშამის მემკვიდრის მთავარ კანდიდატად ითვლება.