ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს

კრიშტიანუ რონალდუს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს
თარიღი 20 დეკ 2022, 17:48
კრიშტიანუ რონალდუმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან პორტუგალიის ნაკრების გავარდნის შემდეგ ცრემლები ვერ დამალა.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელები 1/4 ფინალურ ეტაპზე მაროკოსთან სენსაციურად დამარცხდნენ (0:1). ჩანდა, რომ ეს რონალდუს ბოლო შანსი იყო მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო, მაგრამ არა.

კრიშტიანუმ მიზნად დაისახა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა. ამის შესახებ Marca რონალდუს გარემოცვის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ერთდროულად სამ ქვეყანაში - აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. თუ კრიშტიანუ რონალდუ ამ ტურნირზე წავა, იქ 41 წლის ასაკში ითამაშებს.

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი (2016) და ერთა ლიგა (2019) მოიგო.