პელეს მდგომარეობა გაუარესდა
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა, ამიტომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
სან პაულოში მდებარე კლინიკის ექიმების თქმით, სადაც ამჟამად პელე იმყოფება, 82 წლის ბრაზილიელს ნეგატიური ტენდენცია აქვს კიბოს, კერძოდ, მსხვილი ნაწლავის კიბოს მკურნალობაში.

ყოფილი ფეხბურთელის მდგომარეობა დღითიდღე მხოლოდ უარესდება, ამიტომ უახლოეს მომავალში მას უფრო საფუძვლიანი მკურნალობა დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ პელე ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც სამჯერ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. ლეგენდარული ფეხბურთელი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად გამარჯვებას 1958, 1962 და 1970 წლებში მიაღწია.