ავტორიზაცია

ნაპოლი საქმეს შეუდგა - მიზანი კვარაცხელიას გაშვების თავიდან აცილებაა

ნაპოლი საქმეს შეუდგა - მიზანი კვარაცხელიას გაშვების თავიდან აცილებაა
თარიღი 22 Dec 2022, 11:59
"ნაპოლი" მზად არის ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი განაახლოს. ამის შესახებ Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა იტყობინება.

გამოცემის თქმით, მოთამაშის აგენტს, მამუკა ჯუღელსა და დირექტორ ჯუნტოლის შორის ურთიერთობა შესანიშნავია. საუბრები და დისკუსიები გრძელდება. საუბარი შედგა კონტრაწტის იანვარში ან მოგვიანებით გახანგრძლივების თაობაზე. 

მომავალ წელს ხელშეკრულება შეიძლება გაგრძელდეს 2028 წლამდე. საუბარია ხელფასის კორექტირებაზეც, რომელიც შეიძლება უფრო მეტად შეესატყვისებოდეს ქართველი ტალანტის რეალურ შესაძლებლობებს.

სავარაუდოა, რომ არსებული ხელფასი 1,2 მილიონი ევრო გაორმაგდება. ეს კვარას რეალური შესაძლებლობების აღიარებისკენაა მიმართული და ამავე დროს "ნაპოლის" პრევენციული ნაბიჯია, რომელიც ამ გზით ფეხბურთელის ახალ გუნდში წასვლის შესაძლებლობად ჩაკეტავს.