ავტორიზაცია

რონალდინიომ მომდევნო წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული დაასახელა

რონალდინიომ მომდევნო წლის ოქროს ბურთის  გამარჯვებული დაასახელა
თარიღი 22 დეკ 2022, 11:33
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ ისაუბრა იმაზე, თუ ვინ გახდება ოქროს ბურთის მფლობელი მომავალ წელს.

"ვფიქრობ, ლიონელ მესი თავის მერვე ოქროს ბურთს მოიგებს. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დუბლი შეასრულა და თასი მოიგო. ამის წყალობით ლეო ისტორიაში დარჩება. “, - განაცხადა ლეგენდალურმა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა (3:3, 4:2 პენალტები).

მესი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, რომელმაც 7 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.