კარლო ანჩელოტის მადრიდის რეალში მუნდიალის ერთ-ერთი აღმოჩენის დამატება სურს
ლისაბონის "ბენფიკას" ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი, რომელიც არგენტინის ნაკრებთან ერთად ყატარში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, კიდევ ერთი ევროპული გრანდის ინტერესების სფეროში მოხვდა.
Defensa Central-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" 21 წლის ნახევარმცველის ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.
Defensa Central-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" 21 წლის ნახევარმცველის ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.
"ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი პირადად დაინტერესებულია პერსპექტიული მოთამაშის შეძენით.
თავის მხრივ, "ბენფიკა" მზადაა გაყიდოს ენცო, თუ მის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს შესთავაზებენ. მადრიდის "რეალი" ამ თანხას ზედმეტად დიდად მიიჩნევს და მზადაა 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.
2022/2023 წლების სეზონში ენცომ პორტუგალიის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
2022/2023 წლების სეზონში ენცომ პორტუგალიის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.