ავტორიზაცია

კონტემ უარყო ტოტენჰემის ახალი შეთავაზება - გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია

კონტემ უარყო ტოტენჰემის ახალი შეთავაზება - გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია
თარიღი 22 Dec 2022, 12:10
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე არ ჩქარობს კლუბთან კონტრაქტის განახლებას - Daily Mail-ის ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა უარყო კლუბის ბოლო შეთავაზება, მიუხედავად ფინანსური ბონუსისა.

წყაროს ცნობით, იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელისთვის ახალი ფეხბურთელების შეძენის საკითხი პრინციპულად რჩება. ხოლო, თუ მას არ მიეცემა საშუალება სურვილისამებრ განაახლოს შემადგენლობა, სხვა სამუშაოს მოძებნის.

შეგახსენებთ, რომ კონტე ლონდონის "ტოტენჰემს" 2021 წლიდან წვრთნის, მანამდე კი მილანის "ინტერში" მუშაობდა.