ავტორიზაცია

პედრი: "რატომ არ მივულოცე მესის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება?"

პედრი: "რატომ არ მივულოცე მესის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება?"
თარიღი 24 Dec 2022, 00:05
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, პედრიმ აღიარა, თუ რატომ არ მიულოცა ყოფილ თანაგუნდელ ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონობა საჯაროდ.

„მას გამარჯვებისთანავე არ მივწერე, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ჩემი მესიჯი შეუმჩნეველი დარჩებოდა.

ახლა მისი ტელეფონი და სოციალური ქსელები მილოცვებისგან სკდება. კიდევ რამდენიმე დღეს დავიცდი და აუცილებლად მივულოცავ.“ - აღნიშნა 20 წლის ფეხბურთელმა.