ავტორიზაცია

ორ ურუგვაელ ფეხბურთელს მუნდიალზე დაპირისპირების გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება

ორ ურუგვაელ ფეხბურთელს მუნდიალზე დაპირისპირების გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება
თარიღი 24 Dec 2022, 13:55
ურუგვაიის ნაკრების ფრხბურთელებს ედინსონ კავანის და ხოსე მარია ხიმენესს ფიფას ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებათ. ამის შესახებ RMC Sport იტყობინება.

ურუგვაის ნაკრებმა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა. ურუგვაელებს ერთი გოლის გატანის შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლა შეეძლოთ, მაგრამ მსაჯმა შეხვედრის ბოლოს ურუგვაის ნაკრებს პენალტი არ დაუნიშნა. ამის შემდეგ კავანიმ VAR მონიტორს დაარტყა.

ფიფამ ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციას აცნობა, რომ მას 9 იანვრამდე აქვს ვადა წარმოადგინოს მოვლენების ვერსია. ფიფას დისციპლინური კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილება თებერვლის ბოლომდე არ გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ფიფას ურუგვაის ნაკრების დასჯის ორი ვარიანტი აქვს. თუ ორგანიზაცია გამოიყენებს 12.3 პუნქტს, მაშინ მოთამაშეები მიიღებენ დისკვალიფიკაციას ეროვნული ნაკრების 10-15 მატჩით, ხოლო 12.4 პუნქტის გამოყენების შემთხვევაში მოთამაშეები ვერ ითამაშებენ არა მხოლოდ ურუგვაის ნაკრებში, არამედ კლუბებშიც.