ავტორიზაცია

ფედერიკო ბერნანდესკი: "ნაპოლის კვარაცხელიას სახით მაგარი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია"

ფედერიკო ბერნანდესკი: "ნაპოლის კვარაცხელიას სახით მაგარი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია"
თარიღი 24 დეკ 2022, 17:39
იტალიური "ნაპოლის" საჩემპიონო შანსებსა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ MLS-ის "ტორონტოს" გარემარბმა  ფედერიკო ბერნარდესკიმ ისაუბრა. 

"ნაპოლის, რომელიც გადასარევ რაღაცებს აკეთებს, ჰყავს ძალიან მაგარი ფეხბურთელი კვარაცხელია, მაგრამ მგონია, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, რადგან იანვრიდან ახალი ჩემპიონატი დაიწყება. ", - უთხრა ბერნანდესკიმ იტალიურ მედიას.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს 15 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 41 ქულით და "მილანთან" 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ნეაპოლური გუნდი მორიგ მატჩს 4 იანვარს მილანის "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს.