ავტორიზაცია

რუსლან მალინოვსკი ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშებს?

რუსლან მალინოვსკი ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშებს?
თარიღი 25 დეკ 2022, 10:57
უკრაინის ნაკრების და "ატალანტას" ნახევარმცველმა რუსლან მალინოვსკიმ, შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშოს.

ამის შესახებ ინფორმაცაის, ცნობილი ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი წერს.

წყაროს ცნობით, "ვესტ ჰემი" ფეხბურთელის შეძენას გეგმავს. გუნდის მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ ახალწვეულთან.  გარიგება შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში დასრულდეს.

რუსლანს ბერგამასკებთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულების  2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მისი სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში უკრაინელმა 14 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.