ავტორიზაცია

ცნობილი გახდა, როდის დაბრუნდება მესი პსჟ-ში

ცნობილი გახდა, როდის დაბრუნდება მესი პსჟ-ში
თარიღი 25 დეკ 2022, 11:23
არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი, რომელმაც ყატარში ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, "პსჟ"-ში ჯერ არ დაბრუნებულა.

როგორც ჟურნალისტი ადრიან გრენიე სოციალურ ქსელში წერს, 35 წლის თავდამსხმელმა პარიზულ გუნდთან ერთად ვარჯიში ახალ წლამდე უნდა განაახლოს. 

დედაქალაქური კლუბი გაგებით მოეკიდა მესის ნანატრი ტიტულის მოგებას, ამიტომ ფეხბურთელი არ ჩქარობს კლუბში დაბრუნებას.