ავტორიზაცია

გორის დილა ორმა ფეხბურთელმა დატოვა

გორის დილა ორმა ფეხბურთელმა დატოვა
თარიღი 25 დეკ 2022, 17:39
გორის "დილა" ფრანცისკო მადინგას წასვლის შემდეგ კიდევ ორმა ფეხვურთელმა დატოვა.

უკრაინული გამოცემის FootBoom-ს ცნობით, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, დანილო კანევცევმა და იური ბატიუშინმა შიდაქართლული კლუბი დატოვეს. 

შეგახსენებთ, რომ "დილას" უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი დემჩენკო ხელმძღვანელობს. ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და უეფას კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

26 წლის კანევცევი 'დილაში" აპრილში "მეტალისტიდან" გადავიდა და დასრულებულ სეზონში ყველა ტურნირზე 30 მატჩი ჩაატარა და რომელშიც 31 გოლი გაუშვა.

30 წლის ბატიუშინი ქართულ კლუბს "მეტალისტ 1925"-დან აგვისტოში შეუერთდა და 16 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.