ავტორიზაცია

ანჩელოტი, სპალეტი და გვარდიოლა წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის კანდიდატთა შორის არიან

ანჩელოტი, სპალეტი და გვარდიოლა წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის კანდიდატთა შორის არიან
თარიღი 26 დეკ 2022, 08:03
IFFHS-მა გამოაქვეყნა იმ მწვრთნელთა სია, რომლებიც წლის ბოლოს საუკეთესო საფეხბურთო მწვრთნელის ჯილდოზე არიან ნომინირებული.

კანდიდატთა რაოდენობაში 15 მწვრთნელია. მათ შორის არიან: კარლო ანჩელოტი, ლუჩიანო სპალეტი, უნაი ემერი, ხოსეპ გვარდიოლა, ჟოზე მოურინიო, იურგენ კლოპი, ჯულიან ნაგელსმანი, ვალიდ რეგრაჯი და სხვები.

ჯილდოს მფლობელის ვინაობა  იანვარში გამართულ ცერემონიაზე გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად გერმანელი სპეციალისტი თომას ტუხელი აღიარეს, რომელიც ამჟამად უმუშევრია.