ავტორიზაცია

მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულით პსჟ-ს თამაშზე მისვლაზე უარი თქვა - გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია

მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულით პსჟ-ს თამაშზე მისვლაზე უარი თქვა - გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია
თარიღი 26 Dec 2022, 08:19
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მუნდიალის მოგების შემდეგ,  "პსჟ"-ს ხელმძღვანელობას არ მიმართა თხოვნით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის თასით "პარკ დე პრენსზე" გამოსულიყო. 

ამის შესახებ RMC Sport-ის ჟურნალისტმა არტურ პერომ სოციალური ქსელში განაცხადა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 35 წლის ფეხბურთელს "პსჟ"-ს საშინაო სტადიონზე თასით მისვლა სურდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ მას ფრანგი გულშემატკივრების უარყოფითი რეაქციის შიშით უარი უთხრა.

მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ყატარში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალურ მატჩში სამხრეთ ამერიკულმა ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა (3:3, პენალტები 4:2).

მესიმ ტურნირზე შვიდი გოლი გაიტანა, სამი საგოლე გადაცემა გააკეთა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.