ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად დაასახელეს, მეორეზე მესია - TOP 10

კრიშტიანუ რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად დაასახელეს, მეორეზე მესია - TOP 10
თარიღი 26 დეკ 2022, 22:34
ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკის ეროვნულმა ცენტრმა, IFFHS-მ, ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირები დაასახელა.

იგულისხმებოდა მხოლოდ გოლები, რომლებიც საერთაშორისო საკლუბო ტურნირებზე და ეროვნულ ნაკრებების რიგებში იყო გატანილი.

პირველი ადგილი კრიშტიანუ რონალდუს (270) ერგო, მეორე - ლიონელ მესის (235), მესამეზე კი რობერტ ლევანდოვსკი გავიდა (178).

მთელი სია ასე გამოყურება:

1. კრიშტიანუ რონალდუ - 270 გოლი

2. ლიონელ მესი - 235 გოლი

3. რობერტ ლევანდოვსკი - 178 გოლი

4. გერდ მიულერი - 137 გოლი

5. ნეიმარი - 136 გოლი

6. კარიმ ბენზემა - 128 გოლი

7. რაული - 123 გოლი

8. ალი დაეი - 122 გოლი

9. ფერენც პუშკაში - 122 გოლი

10. ლუის სუარესი - 121 გოლი.