ავტორიზაცია

მოჰამედ სალაჰი ლივერპულის ბომბარდირთა შორის მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა

მოჰამედ სალაჰი ლივერპულის ბომბარდირთა შორის მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა
თარიღი 27 Dec 2022, 12:19
პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩში "ლივერპულმა“ სტუმრად "ასტონ ვილა“ (1:3) დაამარცხა. შეხვედრაში ერთი ბურთი "მერსისაიდელთა" ეგვიპტელმა ფორვარდმა, მოჰამედ სალაჰმა გაიტანა.

ეგვიპტელ ვარსკვლავს ამ გოლის შემდეგ "ლივერპულის"მაისურით მაისურით 172-ე გოლი დაუგროვდა და ინგლისური კლუბის ლეგენდას, კენი დალგლიშს გაუთანაბრდა.

ამრიგად, ეს ორი ფეხბურთელი "ლივერპულის" ბომბარდირთა შორის მე-7 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ "მერსესაიდული" კლუბის ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზე იან რაშია (346 გოლი 660 მატჩში).