ავტორიზაცია

BREAKING ტრანსფერი სერბეთის ჩემპიონატიდან: ბათუმის დინამო ფლანგის მცველით გაძლიერდა

BREAKING ტრანსფერი სერბეთის ჩემპიონატიდან:  ბათუმის დინამო  ფლანგის მცველით გაძლიერდა
თარიღი 27 Dec 2022, 18:32
ბათუმის "დინამომ" სერბი ფლანგის მცველი სტეფან ჰაიდინი დაიმატა.

GOAL.GE-ს მოპოვებული ინფორმაციით, მარცხენა მცველმა აჭარულ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჰაიდინი, სერბულ "ვოზფოვაცში" გამოდიოდა. 28 წლის ფეხბურთელმა სერბეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ სერბის მიმართ ინტერესს პოლონური "კორონაც" იჩენდა, მაგრამ ფეხბურთელმა არჩევანი ბათუმის "დინამოზე" გააკეთა.

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი