ავტორიზაცია

არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მესის ხმას 43,7% მისცემდა

არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მესის ხმას 43,7% მისცემდა
თარიღი 27 დეკ 2022, 23:08
არგენტინის ნაკრების და "პსჟ"-ს თავდამსხმელ ლიონელ მესის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ქვეყნის პრეზიდენტობის შანსი ექნებოდა.

Giacobbe y Asociados-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მონაცემებით, რესპონდენტთა 43,7 პროცენტი ხმას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს მისცემდა.

MSN-ის ცნობით, მესის კანდიდატურის წინააღმდეგი 37,8 პროცენტი იქნებოდა. 17,5 პროცენტმა პასუხად აირჩია "შეიძლება". 1 პროცენტმა კი პასუხზე ან უარი განაცხადა.

გამოკითხვაში მონაწილეობდა 2500-ზე მეტი არგენტინელი. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მესი მათში ძირითადად სიხარულს და აღფრთოვანებას იწვევს