არსენალმა მუდრიკზე შეთავაზება 70 მილიონ ევრომდე გაზარდა
ლონდონის "არსენალი" ყველაფერს აკეთებს რათა დონეცკის "შახტარის" უკრაინელი გარემარბი მიხაილო მუდრიკი გაიფორმოს.
"მეთოფეებმა" 21 წლის უკრაინელზე შეთავაზება 70 მილიონ ევრომდე გაზარდეს, წერს ESPN.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "არსენალი" მზად იყო მუდრიკში 40 მილიონი და პრემიის სახით 20 მილიონი ევრო გადაეხადა.
მიმდინარე სეზონში მუდრიკმა 10 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.
მიმდინარე სეზონში მუდრიკმა 10 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.