ავტორიზაცია

ნეიმარმა მიმდინარე სეზონში ტოპ 5 ლიგაში გამორჩეული შედეგი დააფიქსირა

ნეიმარმა მიმდინარე სეზონში ტოპ 5 ლიგაში გამორჩეული შედეგი დააფიქსირა
თარიღი 29 დეკ 2022, 09:15
"პსჟ"-ს თავდამსხმელი ნეიმარი გახდა პირველი ფეხბურთელი ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში, რომელმაც ამ სეზონში 22/23-ში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"სტრასბურგთან" გუშინდელ მატჩში ბრაზილიელმა თანამემამულე მარკინიოსს საგოლე პასი გაუკეთა, რომელმაც ანგარიში შეხვედრის მე-14 წუთზე გახსნა. მეორე ნახევარში კი 3 წუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

ახლა ნეიმარს 11 გოლი და 10 საგოლე გადაცემა აქვს, ასეთი სტატისტიკით ის პირველია ინგლისის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში.