ავტორიზაცია

კატალონიის ბარსელონა ნაპოლის კაპიტნის ტრანსფერით ინტერესდება

კატალონიის ბარსელონა ნაპოლის კაპიტნის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 29 დეკ 2022, 12:31
"ბარსელონას" "ნაპოლის" კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს ტრანსფერით ინტერესდება. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Sport.es-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, კატალონიელები მარჯვენა მცველის დამატებას ცდილობს, დი ლორენცო კი ერთ-ერთი კანდიდატია.

"ბარსელონას" პრიოტეტი ბენჟამინ პავარის და ტომას მუნიეს დამატებაა, თუმცა მათი სატრანსფერო ფასი შედარებით მაღალია, რაც ამ ფეხბურთელების დამატებას ართულებს.

გამოცემის მტკიცებით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ბლაუგრანა" ყველაფერს გააკეთებს რათა ფეხბურთელის ტრანსფერი განახორციელოს.