ავტორიზაცია

ჟორჟინიოს ნაპოლიში დაბრუნება სურს

ჟორჟინიოს ნაპოლიში დაბრუნება სურს
თარიღი 30 დეკ 2022, 13:16
იტალიის ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველ ჟორჟინიოს მომავალ ზაფხულში "ნაპოლიში" დაბრუნება სურს, რომლის შემადგენლობაშიც 2014 წლიდან 2018 წლამდე თამაშობდა.

Repubblica-ს ცნობით, იტალიელი ნახევარმცველისთვის კარიერის გასაგრძელებლად ნეაპოლში დაბრუნება პრიორიტეტულია.

ამავდროულად, ფეხბურთელის აგენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჟორჟინიომ "ჩელსისაგან" ახალი კონტრაქტის შეთავაზება მიიღო. 

ჟორჟინიოს მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას ასევე აქტიურად აკვირდება ორი კლუბი - კატალონიური "ბარსელონა" და "ნიუკასლი". 31 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ორი გოლი გაიტანა.