ავტორიზაცია

ესპანიოლი აღშფოთებულია, რომ ლევანდოვსკის დერბიში თამაშის უფლება მიეცა

ესპანიოლი აღშფოთებულია, რომ ლევანდოვსკის დერბიში თამაშის უფლება მიეცა
თარიღი 30 დეკ 2022, 18:45
მადრიდის დავების განმხილველმა სასამართლომ რობერტ ლევანდოვსკის დისკვალიფიკაცია შეუჩერა. 

ამრიგად, "ბარსელონას" პოლონელი თავდამსხმელი "ესპანიოლის" წინააღმდეგ დერბიში მიიღებს მონაწილეობას.

"ესპანიოლის" ოფიციალური ვებ-გვერდმა განცხადება გამოქვეყნა, სადაც კლუბი აღშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ რობერტ ლევანდოვსკის დისკვალიფიკაცია თამაშის დაწყებამდე ერთი დღით ადრე შეჩერდა.

"ესპანიოლი" შესაბამის გადაწყვეტილებას უსამართლო და იმედგაცრუებულს უწოდებს. კლუბში მიაჩნიათ, რომ რობერტ ლევანდოვსკის დისკვალიფიკაციის შეჩერება უარყოფით პრეცედენტს ქმნის.