ავტორიზაცია

თურქულ შეკრებაზე ბათუმის დინამოს პირველი სპარინგ მეტოქე ცნობილია

თურქულ შეკრებაზე ბათუმის დინამოს პირველი სპარინგ მეტოქე ცნობილია
თარიღი 03 იან 2023, 22:30
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის "დინამო" ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად შეუდგა და რამდენიმე ტრანსფერი უკვე განახორციელა.

როგორც პოლონეთის ექსტრაკლასას წარმომადგენელი "ვიძევ ლოძის" ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, თურქულ შეკრებაზე 11 იანვარს გაემგზავრება და სამი სპარინგ მატჩს ჩაატარებს.

პოლონური გუნდი მესამე ამხანაგურ მატჩს 20 იანვარს სწორედ ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ "ვიძევ ლოძი" პოლონეთის ექსრაკლასას სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.