ავტორიზაცია

ფოტოები: ფიფას პრეზიდენტი მორიგ სკანდალში გაეხვა - ინფანტინო პელეს კუბოსთან მომღიმარი სახით სელფი გადაიღო

ფოტოები: ფიფას პრეზიდენტი მორიგ სკანდალში გაეხვა - ინფანტინო პელეს კუბოსთან მომღიმარი სახით სელფი გადაიღო
თარიღი 03 იან 2023, 16:39
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აქტიური კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ  გახდა. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს მომღიმარი ინფანტინო, რომელიც რამდენიმე ადამიანთან ერთად სელფს იღებს. 

ფოტო ორშაბათს სანტოს სტადიონზე პელეს კუბოს გვერდით არის გადაღებული. სადაც "ფეხბურთის მეფის" გაცილების ცერემონია გაიმართა.

ფეხბურთის გულშემატკივრებმა ჯანი ინფანტინო მკაცრად გააკრიტიკეს და პელეს ხსოვნისადმი უპატივცემულობის გამოვლენაში დაადანაშაულეს.

პელე 29 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო წლებში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი სიმსივნეს ებრძოდა. პელე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.