ავტორიზაცია

"კვარაცხელიას და ბრაზილიელ რონალდოს შორის მსგავსება? ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ"- ინტერის ყოფილი პრეზიდენტი

"კვარაცხელიას და ბრაზილიელ რონალდოს შორის მსგავსება? ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ"- ინტერის ყოფილი პრეზიდენტი
თარიღი 03 იან 2023, 17:17
მილანის "ინტერის“ ყოფილმა  პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"კვარაცხელიას და ბრაზილიელ რონალდოს შორის მსგავსება? ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ეფექტი, რომელიც სერია A-ზე მოახდინეს, მსგავსია. 

თუმცა, რონალდო იტალიაში როგორც დიდი ფეხბურთელი ჩამოვიდა და მისგან უკვე ელოდნენ იმას, რაც გააკეთა. ქართველს ვუსურვებ, რომ ბრაზილიელი რონალდოს მსგავსი კარიერა ჰქონდეს.

ნაპოლიდან ყველაზე სახიფათო მოთამაშეები? კვარაცხელია და ოსიმენი, უდავოა. ამ ორ ფეხბურთელს ინტერთან მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. “, - განაცხადა მორატიმ.