ავტორიზაცია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამოსი შესაძლოა ლა ლიგაში დაბრუნდეს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამოსი შესაძლოა ლა ლიგაში დაბრუნდეს
თარიღი 06 Jan 2023, 17:23
სერხიო რამოსმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა კლუბი შეცვალოს.

მცველს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და სავარაუდოდ არ განახლდება, რადგან პარიზელები მომავლისთვის ახალგაზრდა მცველის შეძენას ცდილობენ.

Fichajes-ის ცნობით, სერხიო რამოსის შემდეგი კლუბი შესაძლოა "სევილია" იყოს. სწორედ ამ გუნდში დაიწყო მცველმა საფეხბურთო კარიერა, სანამ 2005 წელს მადრიდის "რეალში" გადავიდოდა.

აღსანიშნავია, რომ "სევილიასთან" კონტრაქტის გასაფორმებლად სერხიო რამოსს ხელფასის სერიოზული შემცირება მოუწევს.