მექვაბიშვილის ტრანსფერით პოლონური გუნდი ინტერესდება - ცნობილი გახდა თანხა რომელსაც თბილისის დინამო ითხოვს

პოლონური მედიის ინფორმაციით, "კრაკოვია" ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერზე მუშაობს.
როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს ნაკრების და თბილისის "დინამოს" ნახევარმცველში დედაქალაქური კლუბი დაახლოებით 1 მილიონ ევროს ითხოვს.
პოლონური გუნდი საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან კონტაქტზეა და სულ მალე გავიგებთ თუ რა განვითარება მოჰყვება ამ ყველაფერს.
მექვაბიშვილმა 2022 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებაში 31 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. 21 წლის ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული.