ავტორიზაცია

ნაპოლიმ პოლონელი ფეხბურთელის ტრანსფერი გამოაცხადა

ნაპოლიმ პოლონელი ფეხბურთელის ტრანსფერი გამოაცხადა
თარიღი 07 იან 2023, 17:00
პოლონეთის ნაკრების და "სამპდორიას" მცველი ბარტოშ ბერეჟინსკი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადავიდა. 

იტალიის სერია A-ს ლიდერმა 30 წლის პოლონელი ფეხბურთელი 2022/2023 წლების სეზონის ბოლომდე იჯარით წესით დაიმატა. 

როგორც ნეაპოლური კლუბის პრესსამსახური იტყობინება, კონტრაქტში მითითებულია ტრანსფერის  გამოსყიდვის ვარიანტიც.

ბარტოშ ბერეჟინსკი "სამპდორიაში" 2017 კალენდარული წლის დასაწყისიდან თამაშობს. ექვსი წლის განმავლობაში პოლონელმა ჯენუელთა შემადგენლობაში 187 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.