კანონის მიუხედავად რონალდუ და ჯორჯინა ერთად ცხოვრებას შეძლებენ

2023 წლის დასაწყისში პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის "ალ-ნასრის" ფეხბურთელად წარადგინეს.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ "ალ-ნასრთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
საუდის არაბეთს აქვს კანონი, რომელიც კრძალავს თანაცხოვრებას საქორწინო კონტრაქტის გარეშე.
მიუხედავად ამისა, რონალდუ შეძლებს ჯორჯინა როდრიგესთან ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ კიდევ არ დაუკანონებიათ ურთიერთობა. ამის შესახებ talkSPORT იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ "ალ-ნასრთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.