ბენზემა შესაძლოა სერია A-ს ტოპ კლუბში გადავიდეს

ფრანგი თავდამსხმელი კარიმ ბენზემას მომავალი გაურკვეველია, რადგან ფრანგს მადრიდის "რეალთან" მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
შეგახსენებთ, რომ შემოდგომაზე ოქროს ბურთი კარიმ ბენზემამ მოიგო.
Calciomercatoweb-ის ცნობით, "იუვენტუსი" 35 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს იჩენს. ტურინული კლუბი იმედოვნებს, რომ ზაფხულში ბენზემას უფასოდ დაიმატებენ.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ კარიმ ბენზემას "იუვენტუსში" ტრანსფერი სავარაუდოა, თუ "ბებერ ქალბატონს" ზინედინ ზიდანი უხელმძღვანელებს. 35 წლის თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ცნობილ მწვრთნელთან ერთად მუშაობა სურს.