ავტორიზაცია

მესი პსჟ-ს ბარსელონას ფეხბურთელის შეძენას სთხოვს

მესი პსჟ-ს ბარსელონას ფეხბურთელის შეძენას სთხოვს
თარიღი 07 იან 2023, 18:24
"პსჟ"-ს ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ პარიზულ კლუბს "ბარსელონას" ფეხბურთელის შეძენა სთხოვა. 

El Nacional-ის ცნობით, საუბარია გამოცდილ მცველ ჟორდი ალბაზე.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონა" მზადაა ჟორდი ალბა პარიზში გაუშვას, რადგან კატალონიელები გუნდის გაახალგაზრდავებას გეგმავენ.

რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, ის ასევე ღიაა "პსჟ"-ში ტრანსფერისთვის.

"ბარსელონას" პირველ გუნდში მცველმა 443 მატჩი ჩაატარა,  25 გოლი გაიტანა და 96 საგოლე გადაცემა გააკეთა.