ავტორიზაცია

"პენალტისტი კვარაცხელიაა და პირველი პენალტი მას უნდა დაერტყა"- ლუჩიანო სპალეტი

"პენალტისტი კვარაცხელიაა და პირველი პენალტი მას უნდა დაერტყა"- ლუჩიანო სპალეტი
თარიღი 09 იან 2023, 00:31
იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში "ნაპოლი" სტუმრად "სამპდორიას" დაუპირისპირდა და 0:2 გაიმარჯვა.

სამწუხაროდ, ნეაპოლელთა რიგებში ყველაზე დაბალი შეფასება ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ლუჩიანო სპალეტის ქართველ შემტევზე ჰკითხეს.

"პენალტისტი კვარაცხელიაა და პირველი პენალტი მას უნდა დაერტყა. თუმცა, შეიძლება მოედანზე იყოს ფეხბურთელი, რომელსაც დარტყმა სურს და თუ ისინი შეთანხმდებიან, ეს კარგია.

კვარამ დღეს ყველა ასპექტით ბრწყინვალედ ითამაშა, მეტოქის საჯარიმოში სივრცეებს ეძებდა. უცნაური არაფერია, რომ შევცვალე, რადგან 5 შეცვლა მაქვს და შემიძლია ის გავაკეთო, რაც მინდა და რაც სწორად მიმაჩნია. “,- თქვა სპალეტიმ.