ავტორიზაცია

ოსიმენი ვეას შემდეგ პირველი აფრიკელია, რომელმაც სერია A-ს სამ სეზონში 10 ან მეტი გოლი გაიტანა

ოსიმენი ვეას შემდეგ პირველი აფრიკელია, რომელმაც სერია A-ს სამ სეზონში 10 ან მეტი გოლი გაიტანა
თარიღი 09 Jan 2023, 01:20
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა ჯორჯ ვეას მიღწევა გაიმეორა.

24 წლის ნიგერიელმა სერია A-ს მე-17 ტურში "სამპდორიას" გაუტანა, ეს მეათე გოლი იყო იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში. 

Opta-ს ცნობით, ოსიმენი გახდა მეორე აფრიკელი ფეხბურთელი, რომელმაც ათი ან მეტი გოლი გაიტანა იტალიის უმაღლეს დივიზიონში სამ სხვადასხვა სეზონში. 

აქამდე ეს მხოლოდ "მილანის" ყოფილმა ფორვარდმა და 1995 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა ჯორჯ ვეამ მოახერხა.