ანჩელოტი IFFHS-ს ვერსიით წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) მიერ 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
იტალიელ სპეციალისტს, რომელმაც შარშან ოთხი ტიტული მოიგო (ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი, უეფას სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი) 245 ქულა აქვს.
იტალიელ სპეციალისტს, რომელმაც შარშან ოთხი ტიტული მოიგო (ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი, უეფას სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი) 245 ქულა აქვს.
სამეულში ასევე მოხვდნენ მანჩესტერ "სიტის" მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, რომელმაც 45 ქულა მოაგროვა, ასევე მაროკოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვალიდ რეგრაგი 40 ქულით, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.