ავტორიზაცია

ბუსკეტსი ალ-ნასრიში რონალდუსთან ერთად ითამაშებს?

ბუსკეტსი ალ-ნასრიში რონალდუსთან ერთად ითამაშებს?
თარიღი 09 იან 2023, 20:35
"ბარსელონას" ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი შესაძლოა "ალ-ნასრში" კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელი გახდეს. 

საუდის არაბეთის კლუბმა 34 წლის ნახევარმცველს 13 მილიონი ევროს კონტრაქტი შესთავაზა, იტყობინება ჟურნალისტი მოისეს ლორენსი.

აღსანიშნავია, რომ სერხიო ბუსკეტსს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება მომავალზე. ფეხბურთელი სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას.

გამოცდილმა ნახევარმცველმა "ბლაუგრანას" პირველ გუნდში 699 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 18 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა გააკეთა.