ავტორიზაცია

რა შემთხვევაში მიიღებს რონალდუ დამატებით 200 მილიონ ევროს?

რა შემთხვევაში მიიღებს რონალდუ დამატებით 200 მილიონ ევროს?
თარიღი 10 იან 2023, 12:56
კრიშტიანუ რონალდუ 200 მილიონ ევროს მიიღებს, თუ საუდის არაბეთის ელჩი გახდება 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი "ალ ნასრში" სეზონში დაახლოებით 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, კომერციული შემოსავლის გათვალისწინებით.

თუ პორტუგალიელი ვარსკვლავი გახდება საუდის არაბეთის ელჩი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ამისთვის მას დამატებით 200 მილიონი ევრო გადაუხდიან. “, - განუცხადა AFP-ს კლუბთან დაახლოებულმა წყარომ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებისთვის ბრძოლაში მონაწილეთა შორისაა.