ავტორიზაცია

გია გეგუჩაძემ ბათუმის დინამოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

გია გეგუჩაძემ ბათუმის დინამოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
თარიღი 10 იან 2023, 13:20
გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში გუნდის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ ისაუბრა.

"გია გეგუჩაძის საკითხი იმიტომ არის აქტუალური, რომ გამოცდილ სპეციალისტს კონტრაქტი უმთავრდებოდა – დავინტერესდით, კლუბი თანამშრომლობის გაგრძელებას თუ აპირებდა.

გია გეგუჩაძესთან ხელშეკრულება 2 წლით უკვე გავახანგრძლივეთ. ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია. გულშემატკივრების მხრიდან იყო პრეტენზიები. 

ჩვენ ყველაზე მეტად დაგვწყდა გული, რომ ჩემპიონობა დავკარგეთ, მაგრამ გიას დონის მწვრთნელის ნახვა იოლი არ არის. მას ვენდობით და გვჯერა, რომ გასული წლის შეცდომებს გამოვასწორებთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ.