ავტორიზაცია

ფერდინანდი მანჩესტერ იუნაიტედს კეინის შეძენას ურჩევს

ფერდინანდი მანჩესტერ იუნაიტედს კეინის შეძენას ურჩევს
თარიღი 10 იან 2023, 14:10
ინგლისის ნაკრების და მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი მიიჩნევს, რომ "წითელი ეშმაკებმა" "ტოტენჰემის" თავდამსხმელის ჰარი კეინის შეძენა უნდა სცადოს.

"ბოდიშს ვუხდი ტოტენჰემის გულშემატკივრებს, მაგრამ თქვენი კლუბი ვერაფერს მოიგებს. ჰარი ამ გუნდში ტიტული ვერ მოიგებს. 

დიახ, მისთვის სერიოზული თანხის გადახდა მოგიწევთ, მაგრამ სანაცვლოდ მანჩესტერ იუნაიტედი მიიღებს მოთამაშეს, რომელიც მუდმივად გოლებს გაიტანს. კეინი დიდი აქტივი იქნება იუნაიტედისთვის. ",- თქვა ფერდინანდმა.

29 წლის თავდამსხმელი "ტოტენჰემში" 2011 წლის იანვრიდან თამაშობს. მხარეებს შორის არსებული კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა აქტიური.