ავტორიზაცია

ბატისტუტა: "ვფიქრობ, ნაპოლი ტიტულს მოიგებს"

ბატისტუტა: "ვფიქრობ, ნაპოლი ტიტულს მოიგებს"
თარიღი 10 იან 2023, 17:53
ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა გაბრიელ ბატისტუტამ, რომელიც იტალიაში "ფიორენტინაში", "რომასა" და "ინტერში" თამაშობდა, სერია A-ს მიმდინარე სეზონზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ნაპოლი ჩემპიონი გახდება. მე მათ ვგულშემატკივრობ, რადგან ვფიქრობ, რომ ისინი ამას იმსახურებენ. 

შვიდი თუ რვა წელი ცდილობდნენ ტიტულის მოპოვებას. ისინი ახლოს იყვნენ მიზანთან, მაგრამ მაინც არ იყვნენ წარმატებული. 

ამ სეზონში ვხედავ, რომ საკუთარ თავში უფრო დარწმუნებულები არიან. ეს მნიშვნელოვანია. “, - თქვა ბატისტუტამ DAZN-თან ინტერვიუში.

ნაპოლი იტალიის სატურნირო ცხრილის სათავეშია. ლუჩიანო სპალეტის გუნდი "იუვენტუს" და "მილანს" 7 ქულით უსწრებს.