"მწოლიარეს ცემა ჩვევაში არ მაქვს", - პსჟ-ს პრეზიდენტმა ფედერაციის პრეზიდენტის გაკრიტიკება არ მოისურვა
კრისტოფ გალტიემ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნოელ ლე გრეს გაკრიტიკება ზიდანზე ნათქვამი სიტყვების გამო, არ მოისურვა.
ზიდანის ნაკრებში დანიშვნის სურვილზე საუბრისას, პრეზიდენტმა თქვა, რომ მას ეს არ აინტერესებს და ზინედინმა რომ დაურეკოს, ტელეფონსაც არ უპასუხებს. ამ სიტყვებმა პრესაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და პრეზიდენტი ბევრმა გააკრიტიკა.
ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა პრეზიდენტის გადაყენების ინიცირების მზადყოფნაც გამოთქვა.
„ზიდანი პატივისცემას იმსახურებს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ფართო მასებში დიდი პატივისცემითაც სარგებლობს. სიტყვებს, რომლებიც ითქვა, დიდი ემოციები მოყვა.
მე არ ვაპირებ ამაზე კომენტარის გაკეთებას. მწოლიარეს ცემა ჩვევაში არ მაქვს, ამიტომ ამ სიტუაციაზე აღარაფერს ვიტყვი.“ - აღნიშნა „პსჟ-ს“ მწვრთნელმა.