BREAKING: საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზიდანზე ნათქვამი განცხადების გამო მოხსნეს
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ნოელ ლე გრე, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა RMC Sport იტყობინება.
ამის მიზეზი ლე გრეს მიერ რამდენიმე დღის წინ კარიმ ბენზემაზე და ზინედინ ზიდანზე ნათქვამი განცხადებები გახდა.
„ზიდანის ნაკრებში მოსვლის სურვილი? რაც უნდა ის ქნას, არ მაინტერესებს. უნდა ნაკრები ჩაიბაროს, უნდა კლუბი. რომ დამირეკოს, ტელეფონსაც არ ვუპასუხებ."
„კარიმ ბენზემა? რომ არა მისი ტრავმა, ოლივიე ჟირუ ვერ გაიტანდა მსოფლიოზე ამდენ გოლს და შეიძლება, ასეთი შედეგიც ვერ დაგვედო.", - სწორედ ასეთი ხმამაღალი განცხადებების გამო ფედერაციამ ლე გრეს გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
მოგვიანებით, პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა, თუმცა როგორც ჩანს, უკვე გვიანი იყო.